Translate

Monday, January 14, 2013

                                 ქართული ტრადიციული კერძები


ხინკალი — ქართული კერძი. შედგება ღორისა და საქონლის (ან ცხვრის) ხორცის ნარევისგან. წარმოადგენს ცომისგან დამზადებულ ერთგვარ ტომარას, რომელშიც მოთავსებულია გატარებული ხორცი. მზადდება ხარშვის წესით.
 ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომიხორბლის ფქვილით, საფუარათიწყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოსკვერცხსკარაქსა და სხვა ინგრედიენტებს. შემადგენლობითა და მომზადების წესით ხაჭაპური იტალიურ კალცონეს ჰგავს.
ღომი (ლათ. Setaria italica) — ერთწლოვანი კულტურული მცენარე ძურწასებრთა გვარის მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვს სწორი, თითქმის, ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე 25 სმ-2 მ აღწევს, აქვს ფართო ლანცეტისებრი ფოთოლი, თავთავისებრი საგველა ყვავილედი, მარცვალა ნაყოფი. სიცხეს კარგად იტანს. საქართველოში გვხვდება ღომის ადრეული, საშუალო და საგვიანო ჯიშები. დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ „შვიდკვირა“ და „ორმოსავალა“. ღომი მაღალხარისხოვანი სასურსათო მცენარეა. მარცვალი შეიცავს ცილებსა და ვიტამინებს. ღომისგან ამზადებენ ფქვილს, მაკარონს, სპირტს, ლუდსა და სხვ.ღომის მწვანე მასას, ბზეს, ჩენჩოს, კილსა და სხვა ნარჩენს საქონლის საკვებად იყენებენ.
ღომი ცნობილი იყო 2700 წლის წინათ ჩვენს ერამდე. როგორც ჩანს, კულტურულ ღომს გამოეშტოვა სარეველა ღომიც (S. Ketzchovellii Menab). კულტურული ღომი ჩვენში XV საუკუნეში ჩნდება. მაშასადამე, ღომი საქართველოში დაახლოებით 550 წელს ითვლის, მიუხედავად ამისა საქართველოში ღომის მრავალი უხვმოსავლიანი ჯიში არსებობს.
საცივი – ქართული კერძი. მზადდება ქათმით ან ინდაურით, რომლის ნაწილებს აწყობენ საგანგებოდა გამზადებულ ბულიონში. მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ნიგოზი, რომელიც ბულიონის ნაწილს შეადგენს.






No comments:

Post a Comment