Translate

Sunday, January 20, 2013


           გადაშენების პირას მყოფი 10 წყალქვეშა ცხოველი

მიუხედავად წყალქვეშ მცხოვრები არსებების დიდი მრავალფეროვნებისა, ბევრ მათგანს გადაშენება ემუქრება. ამის გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია. ზოგი მათგანი ადამიანის დაუდევრობის გამო ადგას ამ გზას, ზოგიც კი ეკოლოგიური ცვლილებების მსხვერპლი ხდება. გაგაცნობთ ასეთ 10 ცხოველს.
                          თინუს

  
    
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თევზი დიდი საფრთხის წინაშე დგას. CITES-ს (საერთაშორისო კონვენცია, საფრთხეში მყოფ ველური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების დაცვის საკითხში) შეფასებით თინუსის მხოლოდ და მხოლოდ 25 000 სახეობაღა შემორჩა. მისი უდიდესი მტერი რათქმაუნდა თევზაობაა. მით უმეტეს, რომ მისი დაჭერა როგორც ატლანტისა და წყნარ ოკეანეში, ასევე ჩრდილოეთ, ხმელთაშუა, ბალტიის, შავ, აზოვისა და იაპონიის ზღვებშია შესაძლებელი. შესაბამისმა ორგანიზაციებმა მიიღეს ზომები თევზის გადაშენების თავიდან ასაცილებლად, თუმცა შედეგები ჯერ არ ჩანს. 

სამხრეთ-აფრიკული პინგვინი

პინგვინის ეს სახეობა ასევე ცნობილია, როგორც ვირ-პინგვინა, რადგან მათი ხმა, წამოძახილი ძალიან ჰგავს ვირის ყროყინს. იგი მხოლოდ და მხოლოდ აფრიკაში, ნამიბიის სახელმწიფოსთან ახლოს ბინადრობს. თუმცა დიდი შანსია, რომ იქაც ვეღარ ნახოთ, რადგან ნელ-ნელა იწყებს გადაშენებას.
მარჯანი

ნუ გაგიკვირდებათ, მარჯანიც ზღვის ცხოველია. ფაქტობრივად ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ოკეანის ეკოსისტემისა. მარჯანი ზღვის სხვა არსებებს თავდაცვისა და გამრავლების საშუალებას აძლევს. ასევე სარგებლობა მოაქვს ადამიანებისთვისაც, რადგან მარჯანს ბევრი ფარმაცევტიული დატვირთვის მქონე თვისებები გააჩნია. ოკეანის ეს საკმაოდ ფუნდამენტური ნაწილი საკმაოდ მგრძნობიარეა. სხვადასხვა დანადგარებით თევზაობის დროს იგი საშინლად ზიანდება, ამიტომაც მარჯანი ერთ-ერთია ოკეანეში მცხოვრებ და საბრთხეში მყოფ ცხოველებთაგან.
რუხი ვეშაპი

რუხი ვეშაპები უნიკალურები და სხვა სახეობის ვეშაპებისგან გამორჩეულნი თავიანთი კუზებით არიან. მათ ზურგზე ფარფლების ნაცვლად კუზები აქვთ. მათზე სისტემატიურმა ნადირობამ კი რუხი ვეშაპები გადაშენების პირას მიიყვანა.
დიდთავიანი ზღვის კუ

დიდთავა ზღვის კუები, ისევე როგორც ზღვის კუების ექვსივე სახეობა, გადაშენების პირას მყოფ ცხოველების სიაში არიან შეყვანილნი. თევზაობის სიხშირესთან ერთად ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.
ჰექტორის დელფინი

ჰექტორის დელფინი ძირითადად ახალი ზელანდიის წყლებში ბინადრობს. მისი სახელწოდება სერ ჯეიმს ჰექტორს უკავშირდება. პირველად სწორედ მან შეისწავლა დელფინის ნიმუში. ამ სეხეობის მხოლოდ 7 400 ინდივიდია შემორჩენილი. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) ჰექტორის დელფინი წითელ წიგნში შეიყვანა.
კრილები

ეს პაწაწინა არსებები ოკეანის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილები არიან. ისინი წყლის ბინადრების ძირითად საკვებს წარმოადგენენ, როგორებიც არიან ორაგული, ცისფერი ვეშაპი, სხვა და სხვა ჯიშის თევზები და ა.შ. სწორედ იმიტომ, რომ კრილები საკვებ წყაროს წარმოადგენდნენ მათი შემდგომი არსებობა დიდი საფრთხის ქვეშ დგას.
თევზი-ნაპოლეონი

თევზის ეს ჯიში ერთ-ერთი ყველაზე დიდია ოკეანეში ბინადართაგან. იგი ძირითადად ინდოეთის ოკეანეში ბინადრობს. მისი გადაშენების საფრთხის მიზეზი ისაა, რომ “ნაპოლეონი” ჩამოყალიბებას დიდ დროს ანდომებს. შესაბამისად სხვა თევზებთან შედარებით გვიან ყრის ქვირითს. ამ დრომდე კი უმეტეს შემთხვევაში მეთევზის ბადეებში აღმოჩნდებიან ხოლმე.
 სამეფო ორაგული


ორაგული, ზღვის პროდუქტებში ყველაზე პოპულარული თევზი დიდი საფრთხის წინაშეა. იმის გარდა, რომ ამ სახეობის თევზზე დიდი მოთხოვნაა, რაც ხელს უწყობს მის გადაშენებას, ასევე სამეფო ორაგული დაბინძურებულ ოკეანეში ვერ ძლებს და სუფთა წყლებში საჭიროებს გადაყვანას. რაც ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.


No comments:

Post a Comment