Translate

Sunday, January 20, 2013

                   მოფლიო სიმბოლოები

ეიფელის კოშკი (ფრანგTour Eiffel) — ლითონის კონსტრუქცია შამ-დე-მარსზესენასთანპარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
  კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ). 
კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.
ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზე მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.
კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.
  ბიგ ბენი

  1859 წლის 31 მაისს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული საათი ბიგ-ბენი ამუშავდა. ბიგ-ბენი ეს არ არის  კოშკის სახელწოდება. ბიგ-ბენი ეს არის ზარი რომელიც ამ საათის ციფერბლატის მიღმაა. ის 14 ტონას იწონის, მისი სიმაღლე 2 მეტრია  ხოლო დიამეტრი 3. დღემდე ზუსტად არავინ იცის საიდან წარმოიშვა სახელი ’’ბიგ-ბენი’’. ერთი ვერსიით ის ბიგ-ბენის მშენებლობის უფროსის, ბენჟამენ ჰოლის პატივსაცემადაა დარქმეული. არსებობს მოსაზრება, რომ  ზარის სახელი დედოფალ ვიქტორიას დროინდელი მოკრივე ბენჟამენ კაუნტთან არის დაკავშირებული. თავად ამ კოშკს კი რომლის უკან იმალება ბიგ-ბენი წმინდა სტეფანეს კოშკი ქვია. მისი სიმაღლე 96 მეტრია.  ზემოთ ასასვლელად საჭიროა 334 საფეხურიანი ხრახნული კიბის ავლა (ტურისტებს კოშკის შენობაში არ უშვებენ).
  საათის ციფერბლატი ისეა მოწყობილი, რომ ყოველი მხრიდან ჩანს დრო რომელსაც ის აჩვენებს.  საათი დამზადებულია ბირმინგემული ოპალისგან, ისრები ჩამოსხმულია თუჯისგან, წუთების მაჩვენებელი ისრები კი სპილენძის ფირფიტებისგან. გამოკვლევებით დადგინდა, რომ წელიწადში წუთის მაჩვენებელი ისრები 190 კილომეტრს ”ფარავს”.ბიგ-ბენის ისტორია დაიწყო 1844 წელს, როდესაც არქიტექტორმა ჩარლზ ბერიმ, ვესტმინსტერის სასახლის აღმშენებელმა, პარლამენტს სთხოვა გამოეყოთ მისთვის თანხა, რათა წმ. სტეფანეს კოშკზე საათი დაედგა.  პარლამენტმა მისი თხოვნა შეასრულა იმ პირობით, რომ ახალი საათი, მსოფლიოში ყველაზე ზუსტი და დიდი იქნებოდა, ხოლო ამ საათის ზარის ხმა მთელ იმპერიას უნდა გაეგონა.
                           ბრანდენბურგის კარიბჭე

   ბრანდენბურგის კარიბჭე (გერმ.: Brandenburger Tor) — ყოფილი ქალაქის კარიბჭე და ბერლინის სიმბოლო. მდებარეობს პარიზერ პლაცზე და ერთადერთი შემორჩენილი შემოსასვლელი კარიბჭეა ისტორიულ ქალაქში. ჩრდილოეთით ერთ ბლოკში რაიხსტაგი მდებარეობს. კარიბჭე მონუმენტური დასასრულია უნტერ დენ ლინდენის (ლინდენის ხეივანი-ბულვარი), რომელიც სამეფო რეზიდენციამდე იშლებოდა. კარიბჭე შეუკვეთა ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ როგორც მშვიდობის სიმბოლო და აგებული იქნა კარლ გოტჰარდ ლანგანსის მიერ 1788-91 წლებში.
                           ქართლის დედა
ქართლის დედა — მონუმენტური ქანდაკება თბილისში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.ქანდაკება სოლოლაკის გორაზე 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1500 წლისთავზე. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა. თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო. 1997 წელს კი ძველი ქანდაკება ახლით შეიცვალა.20 მეტრის სიმაღლის ალუმინის ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალის ქანდაკების ავტორია ელგუჯა ამაშუკელი. ქანდაკება სიმბოლოურად გამოსახავს ქართულ ხასიათს: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვართათვის, მეორეში კი ხმალი მტერთათვის.

No comments:

Post a Comment