“ფოტოშოპის” განვითარებასთან ერთად თანდათან ძნელი ხდება გაარჩიო, ინტერნეტში განთავსებული სურათი ნამდვილია თუ გაყალბებული. ყოველ წელს ასობით ფოტო ხდება პოპულარული და უმეტეს შემთხვევაში უტყუარობასთან დაკავშირებით ეჭვები ჩნდება. ქვემოთ მოყვანილი ფოტოები სავსებით რეალურია, თუმცა ვებ-სივრცეში განთავსებისას მათ წარმომავლობაზე დისკუსიები გაიმართა. ეს სურათები გამოხატავენ რეალურ მოვლენებს, თუმცა ზოგიერთ მათგანს არასწორი აღწერა მისცეს.
ხვლიკი “ადამიანი-ობობა”
ბრტყელთავა აგამა მვანზა (Agama mwanzae) აგამიდების ოჯახის წევრი ხვლიკია. მისი საბინადრო ტერიტორიებია ტანზანია, რუანდა და კენია. 2009 წელს მისი ფოტო მთელ ინტერნეტს მოედო, რადგან მნახველებმა მაშინვე იპოვეს მსგავსება კომიქსების გმირ ადამიან-ობობასთან. მამრის თავი, კისერი და მხრები ნათელი წითელი ან იისფერია, ტანი და უკანა ფეხები კი მუქი ლურჯი. ფოტოს პოპულარობიდან გამომდინარე, ეს სახეობა ძვირფას შინაურ ცხოველად იქცა.
შიმპანზე ვეფხვის ბოკვერთან
ანჯანა შიმპანზეა, რომელიც დიდი საფრთხის ქვეშ მყოფი და იშვიათი სახეობების სამხრეთ კაროლინის ინსტიტუტში ცხოვრობს (ინსტიტუტის ინიციალები გამოდის TIGERS, რაც “ვეფხვებს” ნიშნავს). ახალგაზრდობაში ანჯანა ხშირად ეხმარებოდა ზოოპარკის მომვლელს, ჩაინა იორკს, პატარა ცხოველების გაზრდაში, რომლებიც ოჯახისგან იყვნენ მოცილებულნი. 2008 წელს მრავალი ქვეყნის მედიამ გააშუქა მისი ამბავი, როცა პრიმატმა თეთრი ბოკვერი იშვილა. TIGERS-ის დამფუძნებელმა დოქტორ ბჰაგავან ანტლმა ჟურნალისტებს განუცხადა: “ანჯანა ხშირად ეხმარებოდა იორკს პატარა ცხოველების გაზრდაში. ის სუროგატი დედასავითაა ლეოპარდების, ლომების, ორანგუტანებისა და თეთრი ვეფხვებისთვის. თვითონ კვებავს და მათთან ერთად იძინებს. ანჯანა არაჩვეულებრივი დამხმარეა.”

მზის დაბნელება ბანგკოკში
მზის დაბნელება მაშინ ხდება, როცა მთვარე მზესა და დედამიწას შორის აღმოჩნდება ხოლმე, შესაბამისად მნათობს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს. 2010 წლის 15 იანვრის მზის დაბნელება ნაწილობრივი იყო, რადგან მთვარის დიამეტრი მზისაზე დაბალი გამოდგა, ამიტომ მზემ რგოლის ფორმა მიიღო. ნაწილობრივ დაბნელებებს შორის ეს მოვლენა ყველაზე ხანგრძლივი იყო ბოლო ათასწლეულში – 11 წუთი და 7.8 წამი და ამ სტატუსს 3043 წლის 23 დეკემბრამდე შეინარჩუნებს. მზის დაბნელების რამდენიმე ფოტო პოპულარული გახდა, ყველაზე მეტად კი ეს, სადაც მზის ფონზე გაფრენილი თვითმფრინავი ჩანს.

ალიგატორი პირში ირმით
2004 წელს პოპულარული გახდა ფოტო, რომელზეც გადმოცემით ქროსის ტბაში (შრივეპორტი, ლუიზიანას შტატი) ალიგატორი მიცურავდა და პირში მოზრდილი ირემი ჰქონდა. ამან მნახველები შოკში ჩააგდო, რადგან ტბა პოპულარული წერტილი იყო მეთევზეობისა და ნავით სეირნობის მხრივ. სხვა საიტები ირწმუნებოდნენ, რომ ეს გადაღებული იყო მარტინის ტბაში ალაბამას ან სამხრეთ კაროლინას შტატში. 2004 წლის აგვისტოში აშშ-ის თევზებისა და ველური ბუნების სამსახურმა განაცხადა, რომ ფოტო გადაღებული იყო სამხრეთ ჯორჯიაში, კაროლინას საზღვართან ახლოს ოფიცრის მიერ, რომელიც ვერტმფრენით ათვალიერებდა გარემოს.

ვარდისფერი დელფინი
2007 წლის ივნისში გავრცელდა ვარდისფერი ალბინოსი ბოთლცხვირა დელფინის ფოტო, რომელიც ლუიზიანას შტატში, კალკასიუს ტბაში გადაიღო კაპიტანმა ერიკ რიუმ. ზღვის ბიოლოგის დაგმარ ფერტლის თქმით, ეს შემთხვევა რიგით მესამე იყო მექსიკის ყურეში ალბინოსი ბოთლცხვირა დელფინის ნახვის შესახებ, ხოლო მე-14 – მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ირემი ბოძზე
2004 წელს უცნაური სურათების ნაკრები გავრცელდა ინტერნეტში, სადაც ჩანდა 7.6 მეტრი სიმაღლის საკომუნიკაციო ბოძზე წამოწოლილი ირემი. სურათები გადაღებული იყო კანადაში, მანიტობას მუნიციპალიტეტის ქალაქ ჰედინგლიში. რამდენიმე ადამიანმა საკუთარი თვალებით იხილა უჩვეულო სცენა, რომელიც შემდეგ მედიამ გააშუქა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხოველი ზემოთ მატარებლის შეჯახების გამო აღმოჩნდა. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ეს ხულიგნების ოინი იყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ მანამდეც მოხდა აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში.

2004 წელს ისევ დაფიქსირდა იგივე შემთხვევა, ამჯერად ალასკას შტატში. 15.2 მეტრი სიმაღლის ელექტროენერგიის მავთულებზე ამერიკული ცხენ-ირემი იყო ჩამოკიდებული (ფოტო). ეს მოხდა პოგოს მაღაროს გზაზე, ალასკის შტატის ქალაქ ფეარბენკსიდან 80 კმ-ის მოშორებით. ოფიცრების ვარაუდით, ცხენ-ირემი რქებით გაეხლართა მავთულებში მიწაზე ყოფნისას, როცა მას მუშები ცვლიდნენ, ხოლო აწევისა და დამაგრებისას ჰაერში დარჩა. 550 კგ-იანი ცხოველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ჩამოიყვანეს.
შავი ნუკრი
ზოგიერთ ორგანიზმში მელანიზმი ფერების ჩვეულებრივი გენეტიკური ვარიაციაა, რომელსაც აღწერენ როგორც “შავი ან შავთან მიახლოებული პიგმენტაციის ზრდა კანში, ფრთებში ან თმაში”. ადამიანებში მელანინი კანის ფერის ძირითადი განმსაზღვრელია. იმ ადამიანებს, რომელთა წინაპრებიც ეკვატორთან ახლოს ცხოვრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში, როგორც წესი, მელანინის ჭარბი რაოდენობა აქვთ, რაც მათ მუქკანიანებად აქცევს. 2010 წელს პოპულარული გახდა იშვიათი ფოტო, რომელზეც ასევე იშვიათი არსება – შავი ნუკრი – იყო გამოსახული. პირველად ის ფოტოგრაფ რიჩარდ ბუქუის პირად საიტზე განთავსდა. რიჩარდი აქტიურად უღებს ფოტოებს ბუნებასა და ცხოველებს. ეს უცნაური არსება კი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში დააფიქსირა.

თხები კაშხალზე
2010 წლის სექტემბრიდან პოპულარული გახდა ფოტოები, რომლებზეც, აღწერის მიხედვით, რქასქელი ცხვრები ძვრებოდნენ ბუფალო ბილის კაშხალზე ვაიომინგის შტატში, შოშონის მდინარესთან. თუმცა ბევრმა ფოტოებს ყალბი უწოდა, რადგან ეს ადგილი რეალურად ბუფალო ბილის კაშხალი არ ყოფილა. სინამდვილეში ესენი იყვნენ ალპური თხები და ისინი კინგინოს კაშხლის კიდეზე მისეირნობდნენ იტალიის ქალაქ პიდმონტში. შემდგომში გაირკვა, რომ თხების ძრომიალის მიზეზი ქვიდან მარილის მიღება იყო.

კიდეზე
2006 წლის დეკემბერში კადრზე აღბეჭდეს ავარიის შედეგი – 61 მეტრი სიმაღლის კლდის ნაპირას გაჩერებული მანქანა. ამერიკელი მძღოლი მიდიოდა 1991 წლის GMC პიკაპით 59-ე გზატკეცილზე იუტას შტატში, როცა უეცრად ავტომობილი მოუსრიალდა და ცემენტის ბარიერი გაარღვია, გადავიდა გზატკეცილიდან და წყალსადენი მილისკენ აიღო გეზი, შემობრუნდა 180 გრადუსით და 30 სმ-ით ჰაერში აღმოჩნდა. 2007 წელს ამ შემთხვევის ამსახველი 3 ფოტო გავრცელდა ინტერნეტში .

კურტ ვენერი
კურტ ვენერი თანამედროვე მხატვარია, რომელსაც ბევრი მიმდევარი და გულშემატკივარი ჰყავს. ის ყველაზე მეტად ცნობილია ტროტუარზე ხელოვნების 3D ნიმუშების გაკეთებით. არც ისე დიდ ასაკში ვენერი “ნასაში” მუშაობდა, როგორც მოწინავე სამეცნიერო ილუსტრატორი. 1980-იან წლებში მან პირველად წარმოადგინა სამგანზომილებიანი ხელოვნება ქვაფენილების მოხატვით სანტა ბარბარას ხელოვნების მუზეუმში. თავისი ნამუშევრების უფრო თვალსაჩინოდ წარმოდგენისთვის კურტმა გეომეტრიის ახალი მიმართულება შექმნა. წლების განმავლობაში ის ფართოდ ცნობილი და აღიარებული გახდა, მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ ემსახურება კლიენტებს. პოპულარობაში ყველაზე მეტად ნიჭიერ მხატვარს ინტერნეტში განთავსებული სურათები დაეხმარა.

შერეული ტყუპები
2006 წლის თებერვალში ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია უცნაური შემთხვევის შესახებ, როცა ერთი და იგივე მშობლის ტყუპები სხვადასხვა რასის იყვნენ. გოგონები 2005 წელს დაიბადნენ, მათი სახელებია კაილი და რემი ჰორდერები. მათი რასობრივი სხვაობის მიზეზი ისაა, რომ მამა შავკანიანია, დედა კი თეთრკანიანი. ეს შემთხვევა უნიკალურია, რადგან ბავშვებს ერთი მამა ჰყავთ. მსგავსი შემთხვევები შიგადაშიგ ფიქსირდება, მაგრამ ამ დროს ტყუპები სხვადასხვა მამისგან ჩნდებიან. Daily Mail-ის მიხედვით, ასეთი მოვლენის მოხდენის ალბათობა მილიონიდან ერთია.

2009 წელს ოპერატორმა მარკო ქუერალმა რამდენიმე გასაოცარი ფოტო გადაიღო 15 მეტრის სიღრმეზე ყვინთვისას მდედრ კუზიან ვეშაპთან ერთად ჰავაის სიახლოვეს. ქუერალმა თავისი ცხოვრების 20 წელიწადი შეალია ვეშაპების გადაღებას. მისი თქმით, ეს ცხოველები “არიან ძალიან ჭკვიანები, ისევე როგორც ადამიანები, გააჩნიათ გონება და ინდივიდუალურობის შეგრძნება”. ყველაზე ცნობილ ფოტოზე მარკო ვეშაპისკენ მიიწევს, თითქოს ხელი უნდა ჩამოართვას.
ფოტო ფართოდ მოედო ინტერნეტს და თან დაურთეს ისტორია, რომ ეს იყო ვეშაპისა და მეთევზეების კონტაქტი ფარალონის კუნძულებზე, რომელიც სან-ფრანცისკოდან 30 კმ-ითაა დაშორებული. ამ ამბის მიხედვით, ვეშაპი კიბორჩხალების მახეებს შორის გაიჭედა, მეთევზე კი ჩახტა და დაიხსნა. მადლიერების ნიშნად ვეშაპმა წყლის ზედაპირისკენ აიწია და მეთევზეების ნავს ცხვირით გაეხახუნა. ის, ვინც თოკი გადაჭრა, ამბობდა, რომ ვეშაპი თვალს არ აცილებდა მას და ეს მზერა არასდროს დაავიწყდება.
ასეთი რამ მართლაც მოხდა და ეს ისტორია სავსებით რეალურია, თუმცა მას არანაირი კავშირი არ აქვს მარკოს ფოტოსთან.
მონსტრი ღორი
ინტერნეტის ისტორიაში მრავლად ყოფილა შემთხვევები, რომ გიგანტი ცხოველების ფოტოები პოპულარული გამხდარა. 2007 წლის მაისში ფერმაში გაზრდილი მასიური ღორი მოკლა 11 წლის ალაბამელმა ბიჭმა ჯეიმსონ სტოუნმა. მონადირეების თქმით, ღორი იწონიდა 477 კგ-ს და სიგრძეში 2.84 მეტრს აღწევდა. სტოუნმა განაცხადა, რომ ცხოველი მოკლა Smith & Wesson Model 500-ით. მან ღორს 8 ტყვია დაახალა და შემდეგ 3 საათი უცდიდა, სისხლისდენისგან როდის მოკვდებოდა. ამბის გახმაურებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფოტოგრაფიული მტკიცებულების უტყუარობაში ბევრმა შეიტანა ეჭვი. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ყოფილმა ფიზიკოსმა, დოქტორმა რიჩარდ ბრანდტმა, განაცხადა, რომ აქსონომეტრიის დახმარებით სურათი გამოიკვლია და გადაღების მომენტში ბიჭი რეალურად ღორზე რამდენიმე მეტრით უკან იდგა. თუმცა გაერთიანებული პრესა სურათს არქივში ინახავს და მის ისტორიაში ყალბის სტატუსი არ ფიგურირებს.

ბიტერრუთის ეროვნული ტყე-პარკის ხანძარი
2000 წელს აშშ-ს ცეცხლის სტიქიამ შეუტია. აგვისტოს თვეში 1.6 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. 2000 წლის 6 აგვისტოს ცეცხლის რამდენიმე მიმართულება ერთ წერტილში – დასავლეთ მონტანას ქალაქ სულაში, ბიტერრუთის ტყეში – გაერთიანდა. ხანძარმა როგორც კი იმძლავრა, ანალიტიკოსმა ჯონ მაკკოლგანმა ტერიტორია დაათვალიერა და ფოტოები გადაიღო. ამ სურათზე ჩანან ირმები, რომლებიც საფრთხისგან თავის არიდებას ცდილობენ და ტყის განადგურებას მდინარიდან უცქერენ.

თვითმფრინავი მანქანას ეჯახება
1976 წლის 4 თებერვალს ღამის 3:01 საათზე გვატემალის ქალაქ გვატემალადან 160 კმ-ის მოშორებით მიწისძვრა დაფიქსირდა, რამაც ადგილობრივი სახლების უმეტესობა თითქმის მთლიანად გაანადგურა. დაღუპულთა რაოდენობა 23 000 ადამიანს შეადგენდა. 1976 წლის ივნისში National Geographic-ის ჟურნალში გამოქვეყნდა მოვლენისადმი მიძღვნილი სტატია, რომელსაც თან ახლდა რობერტ მადენის გადაღებული ფოტო – როგორ დაეჯახა სამაშველო თვითმფრინავი ავტომობილს, როცა დაშვებას ცდილობდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

პოლარული დათვი ჰასკებს ეთამაშება
ნორბერტ როსინგი ველური ბუნების გერმანელი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც ხშირად ხვდება “National Geographic”-ის ჟურნალში. როსინგი რეგულარულად სტუმრობს კანადის დასავლეთ სანაპიროს, ჰუდსონის ყურეს ქალაქ ჩერჩილთან, სადაც პოლარულ დათვებს იღებს. 2006 წელს მან დააფიქსირა პოლარული დათვი, რომელიც მარხილის ძაღლებს ეთამაშებოდა. თავიდან ფოტოგრაფმა იფიქრა, რომ ეს ორთაბრძოლა იყო, მაგრამ გაგრძელების ხილვით გაოცებული დარჩა.

ზვიგენი კაიაკერს ედევნება
2005 წლის სექტემბერში ჟურნალ Africa Geographic-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით “ზვიგენის დეტექტივები”, სადაც სამხრეთ აფრიკაში მობინადრე დიდი თეთრი ზვიგენების შესახებ წერდნენ. სტატია მოიცავდა ფოტოებსაც, რომლებზეც ჩანდა კაიაკერს გამოდევნებული ზვიგენი. სურათს ასეთი აღწერა ჰქონდა: “3.8 მეტრი სიგრძის კაიაკში ჯდომისას უყურებ, როგორ გიახლოვდება 4 მეტრიანი დიდი თეთრი ზვიგენი”. პუბლიკაციაში მკვლევარები სიტუაციას განიხილავდნენ. მათ მანამდე ცარიელ კაიაკზე გამოსცადეს ზვიგენის რეაქცია და ამ უკანასკნელს აგრესია საერთოდ არ გამოუვლენია

გველი კენგურუთი
2005 წელს ავსტრალიურმა ახალი ამბების გადაცემამ ABC Far North Queensland-მა გაავრცელა ფოტო, რომელზეც მსხვილი ზეთისხილის პითონი წყლიდან კენგურუს მიათრევს. 2007 წელს ფოტო ფართოდ მოედო ინტერნეტს, თუმცა მცდარი აღწერა ჰქონდა, რომ ეს ცხოველი ძროხა იყო. ზეთისხილის პითონი ავსტრალიაში მობინადრე სიდიდით რიგით მეორე გველია და მსხვილ ცხოველებზე ნადირობითაა ცნობილი. მისი სიდიდე ამ ფოტოზეც ჩანს – თუ კარგად დააკვირდებით, გველის სხეული მთელ მარჯვენა ნახევარზე გრძელდება. თუმცა ერთი შეხედვით შემჩნევა ძნელია, რადგან კლდესთან კამუფლაჟს ახდენს.

გიგანტური გრიზლი
2001 წელს ვებსაიტებს ფართოდ მოედო ფოტოები, რომლებზეც მასიური გრიზლის დათვი ჩანდა. ფოტოების გარდა ასევე გავრცელდა დათვის ისტორიები და ის, თუ როგორ უყვარდა ადამიანებით პირის ჩატკბარუნება. ზოგან იმასაც ირწმუნებოდნენ, რომ მის მუცელში ადამიანის ნარჩენები იპოვეს, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება. რეალურად დათვი 2001 წლის ოქტომბერში მოკლა აშშ-ის საჰაერო ძალების მფრინავმა, 22 წლის ტედ ვინენმა.

ვინენი დათვს მაშინ შემოეყარა, როცა ირემზე ნადირობდა ჰინჩინბრუკის კუნძულზე. დათვი პირდაპირ მისკენ წავიდა, ამიტომ ტედმა რამდენიმე ტყვია დაახალა. მისი მთლიანი სიგრძე 3.2 მეტრი აღმოჩნდა, წონა კი – 450-550 კგ. მონაცემები შთამბეჭდავია, თუმცა არა რეკორდული. იარაღი, რომელიც ტედ ვინენმა გამოიყენა, იყო .338 კალიბრიანი Winchester Magnum.
რქით განგმირული ხულიო აპარიჩიო
ხულიო აპარიჩიო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი მატადორია. 2010 წელს ის ტრადიციულად გამოდიოდა ფესტივალში ხარების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მადრიდში იმართებოდა. ორთაბრძოლისას ხარმა შეუტია ხულიოს და დარქინა. რქამ გახვრიტა ტორეადორის ნიკაპი და პირიდან გამოვიდა. ხულიო სერიოზულად დაშავდა და ორი ოპერაცია გადაიტანა, რომ სიკვდილისგან თავი დაეღწია. 2010 წელს ფოტოები სწრაფად გახდა პოპულარული.